ტელეკომპანია ”Εpsilon” ფურთიოტის შოუში ყალბი ინფორმაციისთვის გავრცელებისთვის 100, 000 ევროთი დააჯარიმეს – Georgians.gr

ტელეკომპანია ”Εpsilon” ფურთიოტის შოუში ყალბი ინფორმაციისთვის გავრცელებისთვის 100, 000 ევროთი დააჯარიმეს

ტელეკომპანია ”Epsilon”-ს 100,000 ევროს ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მიზეზი კი მენიოს ფურთიოტის შოუში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია გახდა.

უფრო კონკრეტულად, დამოუკიდებელმა ორგანომ ტელეკომპანიას ჯარიმა მას შემდეგ დააკისრა, რაც მენიოს ფურთიოტის გადაცემaში ”Αποκαλυπτικά”, გავიდა ინფორმაცია შემფასებელი კომპანიის ”Nielsen”-ის პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ.

კომპანიამ აღნიშნული ყალბი ინფორმაცია გაასაჩივრა, რის შედეგადაც ტელეკომპანიისთვის ჯარიმის დაკისრება გადაწყდა.

ვებ-გვერდი ”typologies” იტყობინება, რომ ტელე-რადიო კომპანიების მაკონტროლირებელმა ორგანომ ”Epsilon” დამატებით 135, 000 ევროთი დააჯარიმა იმისთვის, რომ ეთერში გაუშვა თამაში ”τηλεκουϊζ”.

გარდა ამისა, ტელეკომპანია ვალდებული იქნება 10 დღის მანძილზე, 16:30 საათიდან 18:00 საათამდე, ეთერში გაუშვას აღნიშნული უწყებიდან მითითებული მესიჯი, მათი ნება-სურვილის მიუხედავად.

ასევე დაჯარიმდა ტელეკომპანიები ANT1 და ART TV, 12, 000 და 15, 000 ევროთი, ამავე თამაშის ტრანსლაციისთვის.

melano

ტესტ