fbpx
საზოგადოება

ტელეკომპანია ANT1-ს გადაცემის გამო სასამართლოში უჩივიან!

ბერძნული ტელეკომპანიის ხელმძღვანელები სასამართლო პროცესზე მომავალ სამშაბათს გამოცხადდებიან.

საბერძნეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული ზედამხედველობის ორგანო ტელეკომპანიას გადაცემა “Game of love”-ის გამო უჩივის. სასამართლოში შესულია გადაცემის ხარისხთან დაკავშირებული უამრავი საჩივარი.

მოსმენა სამშაბათს, 22 მაისს, 10:00 საათზეა დაგეგმილი.

პირველადი ინფორმაციით, ტელეკომპანია ANT1-ს ჯარიმა ელის, ასევე მოსალოდნელია ტრანსლაციის დროის შეცვლა.

როგორც ჩანს, ბერძნული ტელევიზიებისთვის მომავალი რთული იქნება, უფროდაუფრო რთულდება სხვადასხვა გადაცემებზე ლიცენზიის გაცემის პროცესი.

გადაცემის პირველი ეპიზოდი:

onalem

ტესტ