fbpx
საზოგადოება

ტელეკომპანია ANT1 -ის მფლობელი და ბიზნესმენი მინოს კირიაკუ გარდაიცვალა

ცნობილი ბერძენი ბიზნესმენი მინოს კირიაკუ კვირას საღამოს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი უეცარი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბერძნული მედიის ცნობით, როდესაც კირიაკუ შეუძლოდ გახდა, ის ქალაქგარეთ იმყოფებოდა. ხოლო შემდეგ, ვერტმფრენით ათენის კერძო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტელეკომპანია ANT1-მა მისი სიკვდილის შესახებ კვირას, მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, ითქვა, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

მას ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა ჰქონდა და მათგან ერთ-ერთი სწორედ გულის პრობლემები იყო.

მინოს კირიაკუ სავაჭრო გემების მაგნატი იყო. ოჯახის კომპანია 1852 წელს დაარსდა და ის ამ საქმეში 17 წლიდან იყო ჩართული.

1989 წელს კი მან საბერძნეთის ერთ-ერთი პირველი ერძო ტელეკომპანია ANT1 დააფუძნა.

მინოს კირიაკუმ 2004 წელს მსახიობ მარია კონსტატატუზე იქორწინა, 13 წლის შემდეგ კი წყვილი დაშორდა.

მას უამრავი ჯილდო და ღირსების ორდერი აქვს მინიჭებული კვიპროსის, პოლონეთისა და სინგაპურის რესპუბლიკის მიერ.

onalem

ტესტ