საბერძნეთის პრემიერი ევროკავშირში მიგრანტების თანაბარ გადანაწილებას მოითხოვს

 

თუ მომავალ ევროკავშირი-თურქეთის სამიტის რეზოლუციაში არ იქნება გათვალისწინებული ლტოლვილთათანაზომიერი გადანაწილება, ათენი აღნიშნულ დოკუმენტს არ დაამტკიცებს“- განაცხადა ციპრასმა.

მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაციის დარეგულირებისთვის საბერძნეთი ევროკავშირს 470 მილიონ ევროს სთხოვს. 4 მარტს ათენში დაგეგმილია ციპრასის შეხვედრა საბერძნეთის პარლამენტის უმსხვილესი პარტიების ხელმძღვანელებთან.

მოლაპარაკებები საბერძნეთის პრეზიდენტის პროკოპის პავლოპულოსის თავმჯდომარეობით გაიმართება და მთავარი განსახილველი საკითხი მიგრაციული კრიზისი, კერძოდ კი რა პოზიციას წარადგენს ათენი ევროკავშირი-თურქეთის სამიტზე იქნება.

 

საინფორმაციო სააგენტო euronews.ge