fbpx
საზოგადოებასაქართველო

თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად კესარია აბრამიძე განიხილება

სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერობის არჩევნებში კესარია აბრამიძე აპირებს მონაწილეობის მიღებას.

დეტალების გასარკვევად ერთ-ერთი მედია საშუალება კესარიას დაუკავშირდა:

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის მერობისთვის აპირებ ბრძოლას. ნამდვილად ასეა?

–  ჯერჯერობით, პრესასთან არ განვიხილავ ამ თემას და არ მინდა კომენტარის გაკეთება.

– ანუ არც უარყოფ, არც ადასტურებ?

_ დიახ.

– ისე, მართლა რომ გახდე თბილისის მერი, რას შეცვლიდი დედაქალაქში და პირველად რას გააკეთებდი?

–  პირველ რიგში, ველობილიკებს გავაკეთებდი და ველო-სპორტის განვითარებას შევუწყობდი ხელს, რათა ქალაქის გზები მანქანებისგან განიტვირთოს.

onalem

ტესტ