fbpx
სტილი

თაყვანისცემიდან სასამართლომდე: ელენა პაპარიზუსგან ყოფილი შეყვარებული კომპენსაციას ითხოვს

ევროვიზია 2005-ის გამარჯვებული და დიდებული ელენა პაპარიზუ რამდენიმე წელია, რაც თავის მეორე ნახევარს ტონი მავრიდისს ”გაეყარა.” გაეყარა ბრჭალებში, იმიტომ, რომ 12 წლიანი ურთიერთობის მანძილზე ისინი არასოდეს ყოფილან დაქორწინებულნი. მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ისინი სამუდამოდ საქმრო-საცოლედ დარჩნენ.

მავრიდისი გარდა იმისა, რომ ელენას პარტნიორი იყო პირად ცხოვრებაში, ის მისი მენეჯერის როლსაც კარგად ითავსებდა და ერთ-ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსის მქონე კომპანიის”ΕΛΕΝΑ ΠΑΠΑΡΙΖΟΥ ΚΑΙ ΣΙΑ”-ს თანამფლობელებიც იყვნენ. თუმცა, ავტორიტეტულ მომღერალთან დაშორების შემდეგ, როგორც ტონი ამბობს, ის ყველაფრის გარეშე დარჩა. მისი შრომის დამსახურება იყო, რომ ელენა არა მხოლოდ დარჩა შოუ ბიზნესში, არამედ ის ყველაზე ძლიერ მომღერალთა რიგებშიც კი შევიდა. აქედან გამომდინარე, მავრიდისმა სასამართლოს გზით მისგან 250, 000 ევრო მოითხოვა. მან ეს გააკეთა და საქმე აღიძრა საერთო ბინასთან დაკავშირებით, რომელიც გლიფადაში მდებარეობს და 520 000 ევროს ღირებულებისაა.

მავრიდისი აპირებს სასამართლოში ყველა მტკიცებულება წარადგინოს. ის წლების მანძილზე ელენას საყრდენი იყო და ახლა, ფაქტობრივად, უმუშევარი დარჩა. ხოლო ელენა აცხადებს, რომ ის მოგება, რომელიც მისი დახმარებით გამოიმუშავა, თანაცხოვრებისას ერთად მოიხმარეს.

ის რასაც მავრიდისი ითხოვს (250,000 ევრო), ცხადია, არ შეიძლება ზოგიერთი განქორწინებული მამაკაცის მადას შევადაროთ, მაგალითად ალვაროს, რომელსაც ათინა ონასის მილიონები სწყურია. ტონის კი სამართლიანობის აღდგენა უნდა და ვიწრო წრეში აღნიშნა, რომ სურს ელენა დასაჯოს, რადგან მან ზურგი აქცია. მავრიდისი ელენას მფლანგველობაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ როდესაც თვითონ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ელენა გარდერობს ძვირადღირებული კაბებით ამდიდრებდა. მავრიდისი გაოგნებულია, თუ რატომ იწვევს მისი მოთხოვნა აგრესიას, როდესაც ელენა 50,000 ევროს მხოლოდ სამოსში ხარჯავდა.

onalem

ტესტ