fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

”თავს გაგიტეხთ” – მუქარა ექიმის მიმართ ევანგელიზმოს საავადმყოფოში

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კანონის წინააღმდეგ მოქმედი დაუეჯერებლად ცნობილი დაჯგუფების ”რუბიკონის” წევრი ევანგელიზმოს საავადმყოფოში ქირურგს ემუქრება:

”ხელებს მოგაჭრით! თავს გაგიტეხთ!” – იმუქრება უცნობი, რომელსაც სახე დაფარული აქვს. ვიდეო თავად ”რუბიკონის” წევრების მიერაა გამოქვეყნებული.

ინციდენტი ევანგელიზმოს საავადმყოფოში, ერთ-ერთი ქირურგის კაბინეტში ხდება. ახალგაზრდა კაცი იდენტიფიცირებულია, როგორც ცნობილი დაჯგუფების წევრი.

ისინი ექიმს ეუბნებოდნენ, რომ თუ მათ დააკავებდნენ და ციხეში ჩასვამდმენ, იქიდან გამოვიდოდნენ და ხელს მოაჭრიდნენ. აქედან ჩანს, რომ დაჯგუფება სრულიად უკონტროლოა პოლიციის თუ სასამართლოს მიერ.

ექიმს იმიტომ ატერორებდნენ, რომ მოსმენილი ჰქონდათ, რომ ის ქრთამს იღებდა. ამიტომ უთხრეს, რომ თუ ამის გაკეთებას არ შეწყვეტდა, აღებული ფულის შეჭმას აიძულებდნენ.

onalem

ტესტ