fbpx
კრიმინალი

თავდასხმა ბერძენ ჟურნალისტზე – გამვლელები მას არ ეხმარებიან (ვიდეო)

მედია ავრცელებს შოკისმომგვრელ ვიდეოს, რომელზეც ბერძენ ჟურნალისტზე თავდასხმაა აღწერილი. შემზარავია არა მხოლოდ ცემის მომენტი, არამედ ისიც, რომ გამვლელები ხედავენ, როგორ გამეტებით ურტყამს მამაკაცი, მაგრამ მისი დახმარება აზრადაც არავის მოსდის. უფრო მეტიც, თვითმხილველები ადგილიდან გარბიან.

აღნიშნული ინციდენტი ვოლოსში მოხდა, როდესაც ჟურნალისტი, აპოსტოლოს გალატისი, მანქანიდან გადმოდიოდა. მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და მაშინვე სასტიკი ცემა დაუწყო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამნაშავის იდენტიფიცირება რამდენიმე დღეში მოხერხდა, თუმცა, არ დააკავეს, რადგან დანაშაულის ჩადენიდან 24 საათი იყო გასული, რაც პოლიციას მსგავს შემთხვევებში უფლებამოსილებას უხსნის.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ