fbpx
საბერძნეთი

თავდაცვის მინისტრი: ”ღვთისმშობლის დახმარებით კრიზისიდან გამოვალთ”

”ერთად დავდგეთ და დავაყენოთ ჩვენი საბერძნეთი აღორძინებისა და კეთილდღეობის გზაზე.”

სიყვარულისა და ერთად დგომის მესიჯით გამოვიდა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი და თქვა, რომ ეს ის ბოლო ზაფხულია, რომელიც კრიზისიდან გამოგვიყვანს.

“დღეს, მთელი საბერძნეთი ღვთისმშობლის დღესაწაულს ზეიმობს. ღვთისმშობელი კი ჩვენი შეირაღებული ძალების მფარველია”, თქვა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა. “მინდა, ყველა ბერძენს ერთად დგომის მესიჯი გავუგზავნო. ჩვენ, გავდივართ ბოლო ზაფხულს, რომელიც იმ კრიზისის დასასრულისკენ მიმავალი გზაა, რომელმაც ასიათასობით ბერძენს ზიანი მოუტანა. დროა, ღვთისმშობლის დახმარებით, ერთად დავდგეთ, რათა ჩვენი ქვეყანა უკან, აღორძინებისა და კეთილდღეობის გზაზე დავაყენოთ. როცა ეს მოხდება, მაშინ ჩვენ შევძლებთ ჩვენს პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობაზე ვიმსჯელოთ. დღევანდელი დღე ელინიზმის სიყვარულისა და ერთად დგომისაა. არა მარტო იმ ბერძენი ერის, რომელიც ჩვენს სამშობლოში დღეს ცხოვრობს, არამედ იმ ბერძნებისაც რომლებიც უცხო ქვეყნებში ცხოვრობენ.”

onalem

ტესტ