fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თასოს კუნძულზე 78 წლის ეპისკოპოსი ზღვაში დამხრჩვალი იპოვეს

78 წლის ეპისკოპოს პროკოფიოს სხეული თასოს კუნძულზე შაბათს ზღვაში იპოვეს. ის ნეაპოლის და თასოს მიტროპოლიტი იყო.

მისი ცხედარი ზღვაში, კალირახის ტერიტორიაზე დიაკვანმა იპოვა, რომელსაც ეპისკოპოსთან ლანჩისთვის შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ეპისკოპოსს ცურვის დროს გულის შეტევა ჰქონდა. თუმცა, უცნაურ გარემოებებში გარდაცვალების გამო აუტოფსია კომოტინში ჩატარდება, რათა ზუსტად მოხდეს ინციდენტის გამოძიება.

მისი დაკრძალვის ცერემონია კავალაში ორშაბათს გაიმართება.

onalem

ტესტ