fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ტაქსებში ჯდებოდა, როგორც კლიენტი, შემდეგ კი მძღოლებს დანით ემუქრებოდა

საბოლოოდ ხალკიდაში ტაქსისტების მძარცველი კვირას, 20 აგვისტოს ღამით დააკავეს.

კერძოდ, საბერძნეთის პოლიციამ 34 წლის მამაკაცი ნეა არტაკში, ევიაში დააკავა, რომელმაც აღიარა, რომ 16 აგვისტოს ხალკიდაში ტაქსის მძღოლი გაძარცვა, ხოლო 20 აგვისტოს, დილას, ნეა არტაკში იგივე დანაშაული ჩაიდინა.

ორივე შემთხვევაში ის ტაქსის მძღოლებს მანქანაში ჩაუჯდა, როგორც კლიენტი, მოტყუებით წაიყვანა სხვადასხვა ადგილებში, შემდეგ დანით მუქარა დაუწყო და მათგან ფულს ითხოვდა. პირველ შემთხვევაში, მან მძღოლი მანქანიდან გადააგდო და დანის მუქარით 40 ევრო წაართვა.

ხოლო მეორე შემთხვევაში, მძღოლი გაცილებით მამაცი აღმოჩნდა. ის მძარცველს გაუმკლავდა და მისი რეაქციიდან გამომდინარე, დამნაშავე ადგილიდან ფულის გარეშე გაიქცა.

პოლიციის ეტაპობრივი გამოძიების შედეგად, მისი ვინაობის იდენტიფიცირება სწრაფად მოხდა. დაკავების შემდეგ მან ჩადენილი ორივე დანაშაული აღიარა.

ბრალდებული ხალკიდას პროკურატურაში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ქურდობისა და ყაჩაღობის მუხლით.

onalem

ტესტ