fbpx
საბერძნეთისხვადასხვა

ტაქსების ტარიფების რეიტინგში ათენი 23-ე ადგილზეა

Carspring-ის მიერ ჩტარებული კვლევის მიხედვით, ათენმა მსოფლიოს ქალაქებს შორის, ტაქსის ტარიფის სიიაფის მხრივ, 23 ადგილი დაიკავა.

ტაქსის ტარიფის ინდექსი, 80 ყველაზე პოპულარულ ქალაქში, გამოითვლება ერთ კილომეტრზე გადაადგილების ღირებულებით, ასევე აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში გადაადგილების ღირებულებით, ლოდინის ხანგრძლივობით და ა.შ.

მაგალითად, ათენში, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში გადაადგილება 38 ევრო ღირს, მაშინ, როცა კაიროში, რომელიც სიიაფის მხრივ პირველ ადგილს იკავებს, იგივე გზა 3, 73 ევრო დაგიჯდებათ, ხოლო ციურიხში 62,25 ევრო.

კაიროს შემდეგ, მეორე ადგილზეა მუმბაი, შემდეგ ჯაკარტა და ბუქარესტი.

ყველაზე ძვირი ქალაქებია: ციურიხი, ჟენევა, ტოკიო და კოპენჰაგენი.

onalem

ტესტ