fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თამთას ქალიშვილის ასაკმა ფეი სკორდა დაადუმა

თამთამ ფეი სკორდას გადაცემაში “Πρωινό” ისაუბრა და როდესაც თავისი შვილის ასაკი ახსენა, ბერძენმა ტელეწამყვანმა, უბრალოდ, ხმა ვეღარ ამოიღო.

თამთას შვილი უკვე 22 წლისაა: “ძალიან ამაყი ვარ. ის კარგი ბავშვია, დინამიური ხასიათით და ვიცი, რაც უნდა მოხდეს, არ დაიკარგება. ჩემთვის ეს ყველაფერია.

ყოველ ჯერზე ვცდილობ დავამტკიცო, რომ ჩემი საქმე, როგორც დედამ, რაც ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი საქმეა, კარგად გავაკეთე.

ასაკში პატარა სხვაობის გამო, მეგობრებივით ვართ. თუმცა, პირველ რიგში დედა ვარ, რადგან მე ეს მჭირდება და მასაც სჭირდება დედა, მეგობრები უკვე ჰყავს,” ამბობს ქართველი მომღერალი.

იხილეთ გადაცემა:

onalem

ტესტ