fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თამთა: “მე მხარს დავუჭერდი ჩემს შვილს მიეღო X-Factor-ში მონაწილეობა, მაგრამ…”

მიუზიკლი “Cabaret” არ არის ერთადერთი, სადაც თამთა ბოლო დროს გვევლინება, არამედ ცნობილი ვარსკვლავი 1 აპრილს, Box-ში ჯგუფ Melisses-თან ერთად წარსდგება. გარდა ამისა, თამთა საქართველოში მიემგზავრება, სადაც X-Factor-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იქნება.

– წელს მუსიკაში ბევრი სიახლით დაბრუნდი. ნათქვამი გქონდა, რომ ეძებდი იმ ადამიანს, რომელიც შენზე იფიქრებდა.

გასულ წელს მოვემზადე, რომ მიუზიკლში მეთამაშა. მეშინოდა, მაგრამ ის, რაც მაშინებს, წინსვლაში მეხმარება, ამიტომ ვთქვი “კი”.
ვიცოდი, რომ ეს მომთხოვნი როლი იქნებოდა, რადგან მე არ მაქვს საჭირო სამსახიობო უნარები. ჩემი პერსონაჟი ძალიან განსხვავებულია ჩემგან. ის ხმაურიანია, მე კი ასეთი არ ვარ. ვცდილობდი ყველაფერი სწორად წარმომეთქვა ბერძნულად. ყველანი ძალიან დამეხმარნენ – ყველასგან რაღაც მივიღე.

– შეგიძლია ისაუბრო კლუბიდან თეატრში გადასვლაზე? გააგრძელებ თუ არა ამ გზას?

კი, შეიძლება ასე ითქვას, რომ გადავედი. ახლა დროა რაღაც სხვა გავაკეთო, რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადავდგა, რაც ჩემს ასაკს შეესაბამება და ამ კურსით გავაგრძელო.

– არ გაცვია ძალიან ძვირადღირებული სამოსი. თქვი, რომ მაისური, რომელსაც ატარებ 3 ევრო ღირს.

დიახ, ვინტაჟური მაისური, რომელსაც მე ვატარებ, 3 ევრო ღირდა. ის მაღაზიაში შევიძინე, სადაც ტანსაცმელი წონის მიხედვით იყიდება. თუ ფული გაქვს შეგიძლია ბევრი სხვადასხვა რამ გააკეთო. მაგრამ მე არასოდეს მქონდა. დედაჩემს ყოველთვის უნდოდა გამორჩეული ვყოფილიყავი და დიდი წარმოსახვის უნარი ჰქონდა, თუმცა, არა საშუალება, რომ ბევრი რამ გვეყიდა. ახლა, ჩემი სამუშაოს გამო, შემიძლია ბევრად ძვირადღირებული სამოსი ვიყიდო, თუმცა, ძირითადად, ფეხსაცმელი. ზოგადად, ვინტაჟური სამოსი მომწონს.

– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში, როცა საბერძნეთში ოჯახთან ერთად ჩამოხვედი? რამდენად რთული იყო აქ თავის დამკვიდრება და იმ პოზიციაზე ასვლა, რომელზეც ახლა ხარ?

არაფერი იცვლება, თუ არ იბრძვი და თუ არ შრომობ. ამ ყველაფრის აშენებას ცოტა გამართლება და ცოტა ტვინი სჭირდება. 80-იან წლებში დაბადებულმა და 90-იან წლებში ნაცხოვრებმა დედაჩემმა, ისევე როგორც სხვა დედებმა საქართველოში, მოახერხა მოეცა მთავარი. ის მხარს მიჭერდა და მიუხედავად სირთულეებისა, ყველაფერს გავუძელით. მე ამის მჯეროდა. მას შემდეგ, რაც ამ მშვენიერ ქვეყანაში ვარ, უფრო მეტად ვაფასებ დედას, რომელიც ჩემთვის იბრძოდა.

– შენ ქალიშვილი გყავს. რას ეტყოდი მას, თუკი X-Factor-ში მონაწილეობის მიღებას მოისურვებდა?

მას რომ საკმარისი ნიჭი ჰქონდეს ამისთვის, მე აუცილებლად დავუჭერდი მხარს. ვფიქრობ, ბევრი ტალანტი აქვს, მაგრამ არა სიმღერაში. ამიტომ, ის იპოვის თავის გზას და იქნება ძალიან წარმატებული. ჩემს ოჯახს, დედაჩემის და ჩემ გარდა, მისი სახით, კიდევ ერთი დინამიური ხასიათის ქალი ჰყავს. სირთულეების მიუხედავად, მე ჩემი საქმე კარგად გავაკეთე და ახლა ჩემიძლია ჩემს შვილს დავეყრდნო.

– რას ფიქრობ მიგრაციის პოლიტიკაზე, რომელსაც საბერძნეთი ატარებს. არის ეს ქვეყანა სტუმართმოყვარე?

მე ჩემს პირად გამოცდილებაზე ვისაუბრებ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო, ბევრი ქალი (მათ შორის დედაჩემი), აქ წამოვიდა, რათა ოჯახი გამოეკვება. ამიტომ მე ვიტყვი, არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ ზურგს უკან, მე არასოდეს მიგრძვნია რასიზმი, არ ვიცი მივეკუთვნები თუ არა იღბლიან ადამიანთა რიცხვს ამის გამო, მაგრამ ასეა. ამ ქვეყანამ ბევრის შესაძლებლობა მოგვცა. მე არ მიყვარს ადამიანების დაყოფა და ვისურვებდი, რომ რასიზმი დედამიწიდან საერთოდ გაქრეს.

– რა არის შენი ცხოვრების მთავარი გაკვეთილი?

არის ერთი რამ, რაც ნამდვილად უტყუარია: ცხოვრება არაპროგნოზირებადია. როცა მომავალზე მეკითხებიან, ვამბობ, რომ არასოდეს ვიცი, რა მოხდება. მაქვს სამუშაო, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ არ ვიცი რას მომიტანს ცხოვრება. კმაყოფილი ვარ, რომ არ მეშინია არაფრის. შემიძლია შევეგუო და გადავრჩე ისეთ პირობებშიც კი, რომელიც ვერავის წარმოუდგენია.

onalem

ტესტ