fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტაკის სპირიდაკის: “კიბოსთან ბრძოლაში მარტო არ ვიყავი”

გიორგოს ლიაგას შოუში “Late Night” ცნობილმა ბერძენმა მსახიობმა ტაკის სპირიდაკიმ პირველად ისაუბრა საჯაროდ თავის ავადმყოფობაზე. მისი თქმით, მან ერთი წლის წინ გაიგო, რომ რაღაც კარგად არ იყო:

“მე ვიფიქრე, რომ ამის მიზეზი ჩვენ სამუშაოსთან დაკავშირებული შფოთვა იყო, მაგრამ რა შფოთვა. მე თეატრში ვმუშაობდი და ყველაფერი  ძალიან კარგად მიდიოდა და ახლაც ასეა. ექიმთან არ მივსულვარ. თუმცა, შემდეგ ჩემი ყოფილი მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით წავედი, რომელთანაც ახლაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და მაშინ ექიმმა მითხრა, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდებოდა.

მე კი ვუთხარი, რომ ხნიერი ადამიანი ვიყავი და პირდაპირ ეთქვათ რაც ხდებოდა, რათა ჩემი გადაწყვეტილებები მიმეღო. შემდეგ ჩემი ცოლი ბარში წავიყვანე, 4 ჭიქა ვისკი დავლიე და ბევრი სიგარეტი მოვწიე. ჩემს თავს რამდენიმე რაღაც ვუთხარი. როცა სახლში წავედი, ჩემი შვილების ნახვა მინდოდა, რომ დავლაპარაკებოდი.

საავადმყოფოში ყოფნის 52 დღის მანძილზე ყველაფერი ვნახე. ის, რამაც ბევრჯერ ამატირა, ჩემი კოლეგები იყვნენ, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით იდგნენ. სპიროს პაპადოპულო, რომელსაც იქამდე მხოლოდ ვესალმებოდი, იქ იყო და სკამზე ეძინა ხოლმე. ეს ალბათ ნიშნავს, რომ ამ წლების მანძილზე რაღაც კარგი გამიკეთებია.”

იხილეთ სრული ინტერვიუ:

onalem

ტესტ