fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თაღლითური სქემა ΙΚΑ-ში, რომელიც 2 წლის მანძილზე მოქმედებდა

საბერძნეთის სოციალური დაზღვევის ინსტიტუტი სკანდალში გაეხვა. დაკავებულია 42 წლის პირი, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მას ელექტრონულ დანაშაულში ედება ბრალი.

პროკურატურის ინფორმაციით, უცნობი პირები ორი წლის მანძილზე (2014-2015) ყალბ ანალიტიკურ დოკუმენტებს ადგენდნენ.

პოლიციის ცნობით, გაცემული იყო ვირტუალური სადაზღვევო პაკეტები, რომელთაგან დამნაშავეები იღებდნენ სხვადასხვა სარგებელს, საჩუქრების, პრემიებისა და სხვა სახით.

ციფრული მონაცემების გამოძიებისას ჯერჯერობით მხოლოდ 42 წლის მამაკაცის დანაშაული დადასტურდა, რომლის სახლშიც იპოვეს კომპიუტერი და ჩამოართვეს, რათა ლაბოლატორიულად გამოიკვლიონ.

პოლიცია გამოძიებას აგრძელებს, რათა სწრაფად მოხდეს საქმეში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირება.

onalem

ტესტ