fbpx
კრიმინალი

ათენი: თაღლითებმა საფონდო ბირჟიდან ათასობით ევრო მიითვისეს

2 თაღლითის ქმედება, რომელიც დიდი რაოდენობით ფულს ითვისებდა საფონდო ბირჟის ინვესტიციებიდან, საბოლოოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ატიკის პოლიციის სამმართველოს მიერ გამოაშკარავდა.

61 წლის ბერძენი და 39 წლის უცხოელი დამნაშავე, ოთხშაბათს, ნეო სმირნიში, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

დამნაშავეები უკავშირდებოდნენ როგორც საშუალო ფენის მოქალაქეებს, ასევე მდიდარ მეწარმეებს და საფონდო ბირჟაზე ინვესტირების ან უკვე დაბანდებული თანხის გაზრდის დაპირებით, მათგან დიდი რაოდენობით ფულს იღებდნენ.

გარდა ამისა, თავს მატერიალურად შეძლებულ მოქალაქეებად ასაღებდნენ, რომლებიც, თითქოს, საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდნენ და თავიანთ მსხვერპლებსაც მოუწოდებდნენ, ერთობლივად შეეტანათ წვლილი შემოწირულობის თანხის შესაგროვებლად.

onalem

ტესტ