fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თაღლითების ახალი ხრიკი: ჩეკი AFM-ის გარეშე

ახალი თაღლითური ხრიკი, რომელიც გადასახადების თავიდან ასაცილებლად მოიგონეს, კრეტაზე აღმოაჩინეს.
ტავერნა გასცემდა ჩეკებს, რომლებზეც არ იყო დაფიქსირებული AFM და კომპანიის სხვა მონაცემები, როგორც ეს წესით უნდა იყოს.

კერძოდ, ქალაქ ფალასარნაში (კრეტა), ტავერნის 12-მა სტუმარმა სადილის შემდეგ ჩეკი მოითხოვა, ამავდროულად ტავერნაში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.

”ძალიან ზრდილობიანი მიმტანი, რომელიც ამავე დროს ტავერნის მფლობელიც იყო, ჩვენს მაგიდას მოუახლოდა და გადასახდელი თანხის ოდენობა სიტყვიერად გაგვაცნო. ამის შემდეგ ჩეკი მოვითხოვეთ, რის გაგონებაზეც ის შეცბა და განაწყენდა. თუმცა, შემდეგ გვითხრა, რომ ჩეკს ახლავე მოგვიტანდა,’‘ ჰყვება ერთ-ერთი მათგანი.

როგორც ფოტოზე ხედავთ, ჩეკზე AFM, დაწესებულების დასახელება და სხვა მონაცემები დეტალურად უნდა იყოს დატანილი.

აღნიშნულმა მომხმარებელთა ჯგუფმა მიმტანს ვირტუალურის ნაცვლად, რეალური ჩეკი მოსთხოვა. ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. ამის შემდეგ ტავერნის მფლობელი სხვა, მოშორებით მდებარე დაწესებულებაში წავიდა, რათა მოეტანა ჩეკი, რომელზეც მათ მიერ შეკვეთილი პროდუქტის საერთო რაოდენობა იყო დატანილი.

onalem

ტესტ