fbpx
ემიგრაციული სიახლეებიკრიმინალი

“სხვა ადამიანი ვიყავი, ჩემს თავს ვერ ვცნობდი” – რას ამბობს დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული

36 წლის დიანა ბერიძის გახმაურებული მკვლელობის საქმეს დასასრული არ უჩანს. მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე გარდაცვლილის მეუღლეს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ როცა მიხვდა, რომ ქალი კვდებოდა, მის გადარჩენას თავად ცდილობდა.

“ვერ ვეგუებოდი რაც ხდებოდა. ეს საკუთარ თავში ქვის რტყმას ჰგავდა. სხვა ადამიანი ვიყავი, ჩემს თავს ვერ ვცნობდი.”

ვასკულარულმა ქირურგმა პროცესზე მკვლელობის დღე და სიტუაცია აღწერა. მისი თქმით, 36 წლის ქართველი ქალი ექიმთან მივიდა და მისთვის ვარიკოზული ვენების გამო მცირე ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა. ისინი განცალკევებულ ოთახში შევიდნენ, რადგან მას მხოლოდ ამ ოთახის გასაღები ჰქონდა. შემდეგ სკლიროთერაპია გაუკეთა, რაც როგორც ის ამბობს, ჩვეულებრივი პროცესია. ექიმი ამ დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

“როცა მივხვდი, რომ ვკარგავდი, მისი გადარჩენა ვცადე. ვერ მოვახერხე და იმის გამო, რომ მომხდარს ვერ შევეგუე, გავითიშე და იატაკზე დავვარდი.”

აღსანიშნავია, რომ პროკურორმა ბრალდებულს განუცხადა, რომ მისი ქმედებები ორგანიზებულ მკვლელობას ჰგავდა და არა პანიკის შედეგებს:

“თქვენ დიანას ცრუ მესიჯი გაუგზავნეთ, რათა გვეფიქრა, რომ საავადმყოფოში არ მიხვედით. თქვენ გადამალეთ გვამი, რომელიც პოლიციამ მოგვიანებით, სრულიად შემთხვევით იპოვა. ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ თქვენი  ქმედებები დაგეგმილი მკვლელობაა და არა პანიკა.”

“ეს პანიკა იყო. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ანესთეზიოლოგებს დავუძახებდი და მარტივად დავმთავრდებოდა. დამნაშავეც არ ვიქნებოდი,” განაცხადა ბრალდებულმა.

ქართველი ემიგრანტის მკვლელობის საქმესთან დაკავიშრებული სასამართლო პროცესი ორშაბათს განახლდება.

onalem

ტესტ