სვანეთში, მამას 8 ბავშვი სახლში ჰყავს ჩაკეტილი – 21-ე საუკუნის მძევლები – Georgians.gr

სვანეთში, მამას 8 ბავშვი სახლში ჰყავს ჩაკეტილი – 21-ე საუკუნის მძევლები

სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი – გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი – 7-ის.

მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

დევნოზაშვილს სახლიდან შორ მანძილზე მხოლოდ ორი შვილი გამოჰყავს. ბავშვებს დიაბეტი აქვთ და თვეში ერთხელ ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებათ.

ამირან დევნოზაშვილი აღიარებს, რომ ამის გამო სამართალდამცველებთან პრობლემები ჰქონდა. შინაპატიმრობა და განათლების შეზღუდვა კანონით ისჯება, თუმცა საბოლოოდ ვერც მისი დარწმუნება შეძლეს და ვერც ბავშვებს უშველეს.

მეზობლები შეშფოთებულები არიან და ამბობენ, რომ ბავშვების შინაპატიმრობიდან დახსნა არაერთხელ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

სვანეთში გადასვლამდე მამა რვა შვილით ჯერ თბილისში, შემდეგ კი რუსთავში ცხოვრობდა, თუმცა, ბავშვებს სახლიდან არც მაშინ უშვებდა. მეზობლების მოთხოვნისა და მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ამირან დევნოზაშვილმა შვილებს მხოლოდ ტელევიზორის ყურების უფლება მისცა, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით.

მას შემდეგ, რაც ვერც პოლიციამ და ვერც სოციალურმა მუშაკებმა მამა ვერ დაარწმუნეს, რომ შვილები შინაპატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, საქმეში მეუფე ჩაერთო, თუმცა მღვდელიც უძლური აღმოჩნდა.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge