fbpx
საბერძნეთისაზოგადოებასხვადასხვა

Survivor: ორესტის ჩანგი მატარებლის საჭესთან დაჯდა და ხალხით სავსე ვაგონები მართა

მოგეხსენებათ, საბერძნეთში “სერვაივორი” ძალიან ცნობილი ტელე-თამაშია და ყველა მონაწილე ვინც კი გამოდის თამაშიდან, მაქსიმალურად ცნობილია უკვე საბერძნეთის საზოგადოებაში.

თუმცა, ბოლო ორი დღეა რაც აჟიოტაჟი ატყდა სოციალურ ქსელებში ორესტის ჩანგის ვიდეოს გამო რომელიც მან ინსტაგრამზე ატვირთა!

ჩანს რომ, ათენის მეტროში ის მატარებლის მძღოლმა დასვა საჭეზე და მისცა უფლება რომ ერთი სადგურიდან მეორე სადგურამდე მიეყვანა მატარებელი..ხალხით სავსე!

“მოგესალმებით, უკვე კიფისიას ვიახლოვდებით! კარგად იყავით, ყველას გკოცნით!” ამბობს ვიდეოში.

რა თქმა უნდა ატყდა აჟიოტაჟი და ხალხმა ნეგატიურად მიიღო ეს ყველაფერი (ლოგიკურია!) და საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტის უფროსობამ ეს ესე არ დატოვა! რეალური მძღოლი სამუშაოდან მოხსნეს და მას უკვე საბერძნეთის სასამართლოსთან აქვს საქმე! თუ რა ბედი ელის ორესტის, ჯერ ჯერობით უცნობია. ნახეთ ვიდეო: