სუპერმარკეტ AB Βασιλόπουλος-ის სალათის ფურცლებში ბაყაყი იპოვეს

დღეს გავრცელებულმა სენსაციურმა ფოტომ მთელი საბერძნეთის ინტერნეტ სივრცე მოიცვა. ფოტო გადაღებულია მომხმარებლის მიერ, რომელიც ცნობილ სუპერმარკეტში, AB Βασιλόπουλος, შევიდა და თაროზე გასაყიდად შემოდებულ სალათის ფურცლებში არც მეტი არც ნაკლები ბაყაყი შენიშნა.

როგორც მოგვიანებით დადგინდა, პაკეტი 24 სექტემბრით იყო დათარიღებული. გამოდის, რომ შეკვრა სუპერმარკეტში მინიმუმ ორი კვირის მანძილზე იდო და ბაყაყი კვლავ ცოცხალი იყო.

თავის მხრივ, სუპერმარკეტის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადებები, რომლის მიხედვითაც სპეციალური შემოწმებები ჩატარდება და ეს ფაქტი მათთვისაც ისეთივე შოკისმომგვრელია, როგორც მომხმარებლისთვის.

melano

ტესტ