fbpx
საზოგადოება

სუპერმარკეტების ქსელ “Σκλαβενίτη”-ს მფლობელი სტელიოს სკლავენიტი გარდაიცვალა

საბერძნეთში სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის თანამფლობელი სტელიოს სკლავენიტი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.

ბიზნესმენმა თავი ცუდად შაბათს ღამით იგრძნო, რის გამოც დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და რეანიმაციურ განყოფილებაში მოათავსეს. თუმცა, ექიმების ძალისხმევა მას ვერ დაეხმარა.

სკლავენიტის ნათესავები აცხადებენ, რომ 53 წლის კაცი, რომელიც ავად არასოდეს გამხდარა, კვირას დილით გარდაიცვალა.

მას ოთხი შვილი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტების ქსელი 1954 წელს დაარსდა, საბერძნეთსა და კვიპროსზე 538 ფილიალი აქვს და 23, 000 თანამშრომელს ითვლის.

ეს არის ქსელი, რომელმაც გაუძლო ეკონომიკურ კრიზისს, თანამშრომლებს არ შემცირებიათ ხელფასი და არ შემცირებულა არც კადრების რაოდენობა.

ეს არის ქსელი, რომლის თანამშრომლებსაც, კაპიტალ კონტროლის სიმკაცრის გამო, ხელფასი ნაღდი ფულის სახით ეხდებოდათ, რათა ბანკის გრძელ რიგებში არ მდგარიყვნენ.

onalem

ტესტ