fbpx
საბერძნეთი

”სუპერ ზაფხული” საბერძნეთის ტურიზმისთვის!

გასულ ზაფხულს საბერძნეთმა ტურიზმის სფეროში რეკორდი აჩვენა – ქვეყანამ 27,5 მილიონი ტურისტი მიიღო. წელს კი მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი 30 მილიონამდე გაიზარდოს.

როგორც შვეიცარიული გამოცემა  Neue Zürcher Zeitung იტყობინება, როგორც წესი, საბერძნეთში უცხოელ ტურისტთა უმეტესობა გერმანიიდან მოდის. წელს მათი რიცხვი კიდევ 1 მილიონით გაიზრდება და საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროს გათვლებით 3 მილიონს მიაღწევს. საბერძნეთს დიდი რაოდენობით ადამიანები სტუმრობენ ასევე საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან.

”საბერძნეთს სჭირდება ფული ტურიზმიდან. გასულ წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი 13 მილიარდ ევროს შეადგენდა. წელს კი აღნიშნული თანხა შესაძლოა 50%-ით გაიზარდოს. თუმცა, ტურისტული კლიმატი ქვეყანაში არც ისე სტაბილურია. ეს ეხება გადასახადების გაზრდას და კადრების შემცირებას ტურიზმის ინდუსტრიაში, რაც შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს,” წერია გამოცემაში.

onalem

ტესტ