fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

სუნიო: ნაპოვნია ჩანთა, რომელშიც ადამიანის ძვლები იდო

ხუთშაბათს შუადღეს, 14:30 საათზე, პოლიციას აცნობეს, რომ სუნიოს ტერიტორიაზე, ასპრო ლითარის ქვაბულის შესასვლელში ადამიანის ძვლებით სავსე ჩანთა იპოვეს.

ოფიცრები ადგილზე სწრაფად მივიდნენ. მათი ვარაუდით, ძვლები ძალიან ძველია, სავარაუდოდ, 5 წლის წინანდელიც კი. ვარაუდს, რომ ძვლები მდედრობითი სქესის ადამიანს ეკუთვნის, ამყარებს ფაქტი, რომ ჩანთაში ძვლებთან ერთად ქალის ტანსაცმელიც იპოვეს.

პოლიცია საქმეს მკვლელობის ან უეცარი სიკვიდილის მუხლით იძიებს.

ძვლები ათენის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სასამართლო ლაბორატორიაში გადაიგზავნა, სადაც ანთროპოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

onalem

ტესტ