fbpx
საზოგადოება

სტელიოს სკლავენიტის დაკრძალვის დღეს სუპერმარკეტების ქსელი დაკეტილი იქნება

დიდ ოთხშაბათს სტელიო სკლავენიტის დაკრძალავენ.

სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთი თანამფლობელი კვირას დილით, 53 წლის ასაკში, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.

მან თავი შეუძლოდ შაბათს იგრძნო, რის შემდეგაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაკრძალვა დიდ ოთხშაბათს, 15:00 საათზე გაიმართება. სუპერმარკეტების ქსელი “Sklavenitis” 15:00 საათიდან 17:00 საათამდე დაკეტილი იქნება.

ბიზნესმენის ოჯახი მოუწოდებს მოსახლეობას, დაკრძალვისთვის განკუთვნილი თანხა გადარიცხონ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში.

onalem

ტესტ