fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

სტეფანაკოსის მკვლელობა: პირველი კადრები დანაშაულის ადგილიდან

ცნობილ ბერძენ მაფიოზს, ვასილის სტეფანაკოსს, ბოლო თვეების მანძილზე გარკვეული შიშები ჰქონდა. მან საკუთარი სახლი ხაიდარიში გუშინ შუადღისას დატოვა და რატომღაც გარეთ დაცვის გარეშე გამოვიდა. სწორედ ეს დღე გახდა მისთვის საბედისწერო და ის მანქანაში ჩაცხრილეს. ორმა უცნობმა 22 ტყვია ესროლა და მოტოციკლით გაუჩინარდა.

საინტერესოა, ვის სურდა ბერძენი მაფიოზის სიკვდილი. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ვისაც ეს განზრახვა ჰქონდა, ძალიან კარგად განსაზღვრა ყველაფერი. სტეფანაკოსის სახლს საათობით უთვალთვალებდნენ, ელოდებოდნენ წამს, როდესაც ის გარეთ მარტო, დაუცველი გამოვიდოდა და შემთხვევით ისარგებლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის კაცის ნათესავებისა და ოჯახის წევრების მიერ მიცემული ჩვენებები შესაძლოა პოლიციისთვის დიდი დასაყრდენი აღმოჩნდეს. ვარაუდობენ, რომ სტეფანაკოსს გამხელილი ჰქონდა, თუ ვისი შიში ჰქონდა ბოლო დროს და ვის სჭირდებოდა მისი სიკვდილი. პოლიცია ასევე ცდილობს მოიპოვოს დეტალური ინფორმაცია ტელეფონიდან, თუ ვის დაეკონტაქტა ის გარდაცვალებამდე და შევიდა თუ არა მის ტელეფონზე რაიმე ზარი ან შეტყობინება გარდაცვალების შემდეგ.

პირველი კადრები მკვლელობის ადგილიდან:

https://www.facebook.com/protothemagr/videos/10155636070777199/

onalem

ტესტ