fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

სტეფანაკოსის მკვლელებმა მისი ყოველდღიური ცხოვრება დეტალურად იცოდნენ

პოლიცია ვასილის სტეფანაკოსის მკვლელობის დამკვეთს ეძებს. როგორც ირკვევა, მკვლელობამდე მას მუდმივად უთვალთვალებდნენ და იცოდნენ ყველაფერი, თუ როდის, სად და ვისთან ერთად იმყოფებოდა ის. არსებობს პირი, რომელმაც მკვლელობის ძვირადღირებულ “კონტრაქტს” მოაწერა ხელი და საქმის შესრულება პროფესიონალებს მიანდო.

თითოეული დეტალი იმაზე მიუთითებს, რომ ბერძენ მაფიოზს ანგარიში გაუსწორეს. გამოძიება დამკვეთის ძებნას სიგარეტის კონტრაბანდის საქმეში და სხვა ისეთ წრეებში ცდილობს, სადაც მას კონტაქტები ჰქონდა. ასევეე პოლიცია ეყრდნობა ოჯახის წევრებისა და ნათესავების ჩვენებებს, რომელთაც შესაძლოა იცოდნენ, ვინ იყო ის, ვისიც ბოლო დროს სტეფანაკოსს განსაკუთრებით ეშინოდა.

დამნაშავეებმა კალაშნიკოვის ტიპის იარაღი გამოიყენეს, რადგან 100%-ით იცოდნენ, რომ მისი BMW-ს მარკის ავტომობილი ტყვიებს ვერ გაუძლებდა. სწორედ ამიტომ მას 22-ჯერ ესროლეს და ვასილის სტეფანაკოსი ადგილზე გარდაიცვალა.

onalem

ტესტ