fbpx
კულტურა

სტათის ფსალტის – ბერძნული კინოს ლეგენდა და ეპოქის სიმბოლო

ბერძნული კინოსა და თეატრის ყველასათვის საყვარელი მსახიობის გარდაცვალებამ მთელი საბერძნეთი დაამწუხრა. სტათის ფსალტი 66 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა და ქვეყნის ისტორიაში ნამდვილ ლეგენდად დარჩა.

ფსალტი ძველ ბერძენ ვარსკვლავთა გვარდიას მიეკუთვნება. როგორც თავად ამბობს, მსახიობის გზა თავად არ აურჩევია და ის დედის საშვილოსნოშიც კი ამჟღავნებდა თავის მოუსვენარ ბუნებას. როდესაც მომავალი არტისტი დაიბადა, ის ტირილთან ერთად იცინოდა კიდეც. ნამდვილი მსახიობები არა მხოლოდ პერსონაჟებს ქმნიან, არამედ ლეგენდებადაც რჩებიან.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა რაიმე მსგავსება სცენაზე მდგომ ფსალტისა და ჩვეულებრივ ფსალტის შორის, ის ყოველთვის პასუხობდა, რომ მათ შორის საერთო არაფერი იყო და ჩვეულებრივ ცხოვრებაში სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი იყო, სცენაზე კი მხოლოდ მის მიერ შექმნილი პერსონაჟები იყვნენ.

მსახიობის ფილმოგრაფია უამრავი ნამუშევრისგან შედგება, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის ნოსტალგიად იქცა. კომედიურ როლებს ფსალტისთვის ხელი არ შეუშლია, საკუთარი თავი თეატრში გამოეცადა და სამსახიობო უნარები გაეუმჯობესებინა. ის უამრავი სპექტაკლის თანაავტორიც იყო.

მსახიობი მრავალ ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი, რაც მას ცხოვრებამ ასწავლა, არის ისიამოვნო ყოველი დღით – ცუდითაც და კარგითაც. მიუხედავად ნაადრევი გარდაცვალებისა, ფსალტიმ ბევრი შეძლო ცხოვრებაში და მიაღწია იმ კარიერულ წარმატებას, რომელზეც ბევრი მსახიობი ოცნებობს.

onalem

ტესტ