St. John’s College-ის ისტორიაში სწავლის ყველაზე სოლიდური დაფინანსება ქართველმა სტუდენტმა მოიპოვა

ტბელ აბუსერიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს, თუმცა სულ ცოტა ხანში მის ცხოვრებაში ახალი საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ეტაპი დაიწყება. ტბელი მერილენდის ქალაქ ანაპოლისში მდებარე St. John’s College-ში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრიატზე თითქმის უფასოდ ისწავლის – უნივერსიტეტი მას ოთხივე წლის საფასურს დაუფინანსებს, წელიწადში 58 650 დოლარს. ის, სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტ აპლიკანტს შორის, ჩარიცხულ 10 სტუდენტს შორის მოხვდა. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საკუთარი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ავრცელებს.

”როდესაც მივხვდი, რომ სამართალი ჩემი საქმე არ არის და პირადი თავისუფლება უფრო მაღლა დავაყენე ვიდრე პროფესია, დავიწყე ფიქრი, სად შემეძლო ყველაზე უკეთ ჩემი ინტერესების შესაფერისი განათლების მიღება.

saint

St. John’s College-ში იმას ასწავლიან რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ვნახე ცხრილი, საგნები, თუ რა იყო საჭირო იმისთვის, რომ მე იქ მოვხვედრილიყავი, გადმოვწერე მიღებისთვის საჭირო ყველა აპლიკაცია. დავწერე თემები, წიგნის რეცენზია, გავიგზავნე extracurricular work, აღვუწერე ყველა ჩემი აქტივობა და ინტერესი. პრობლემებით დაწყებული, იმიტომ რომ ეს გრანტთან ეს პირდაპირ კავშირშია, დამთავრებული წარმატებებით, რომელიც ასევე ჩარიცხვასთან იყო კავშირში. არავინ მყავდა ისეთი ვინც, ელემენტარულად, აპლიაკციების შევსებაში დამეხმარებოდა, ამიტომ ინდივიდუალურად გამართვის თავი უამრავ რამეს. დაწყებული CSS პროფილის შევსებიდან, ყველაფრის დეტალურად შევსება მომიწია, ოჯახის შემოსავალი, გასავალი, რამდენი ვცხოვრობთ, ისიც კი რამდენი გვიჯდება სახლის დასუფთავება და ყოველდღიური კვება. საბოლოოდ მომივიდა დადებითი პასუხი. მითხრეს, რომ ეს უნივერსიტეტი ჩემთვის იყო შექმნილი და მიმღებ კომისიაზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე. მინდა აქვე ხაზი გავუსვა, რომ მე გაცვლითი პროგრამით არ მივდივარ, დაფინასება ინდივიდიალურად მოვიპოვე.

St. John’s College-ში მოქმედებს ორი ტიპის გრანტი: ფედერალური და საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინასება. პირველში მოვიპოვე 23 000 დოლარის ოდენობის გრანტი, როგორც მითხრეს, ეს იყო ყველაზე სოლიდური თანხა რაც კი სტუდენტზე გაიცა. მეორე საგრანტო პროგრამაშიც იმდენი ავიღე რომ საბოლოოდ ყოველწლიური გადასახადიდან 60 000 დოლარიდან – დოლარის 58 650 გრანტი ავიღე. საბოლოოდ წელიწადში მხოლოდ 1 350 დოლარი მექნება გადასახდელი.

უნივერსიტეტში მოხვედრისთვის, აკადემიურ მონაცემებზე მეტად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩემი სხვა აქტივობები, ის რომ მაგალითად ასტროფოტოგრაფიით ვარ გატაცებული, ძალიან მიყვარს ასტროფიზიკა და ასტრონომია და სხვა. ამერიკული საგანმანათლებლო მოდელისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სწორედ ის სწავლის გარდა თურას აკეთებ. ამიტომ მომიწია ყველა იმ სერთიფიკატის გაგაზავნა, რომელიც სხვადასხვა კონფერნეციაზე მიმიღია. გავაგზავნე, ასევე, ღრმა ციურ სხეულებისთვის გადაღებული ჩემი ფოტოები, გავაგზავნე ჩემი ინგლისურენოვანი ლექსებიც, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. მივუთუთე, ასევე, რომ National Geographic საქართველოს ბლოგერი ვარ. უნივერსიტეტის პრინციპი ზუსტად ეს არის – ნიშნებს იმდენად არ ექცევა ყურადღება, რამდენადაც სტუდენტის აზროვნებას, ინტელექტუალურ ბაზას, ინტერესებსა და აქტივობებს. მე TOEFL-იც კი არ ჩამიბარებია, ინტერვიუს საფუძველზე მიმიღეს. უნივერისტეტს მისაღები გამოცდა არ აქვს, ჩარიცხვის მთელი ფილოსოფია მდგომარეობს იმაზე თუ როგორ აზროვნებ.

ამერიკული სასწავლო სისტემისთვის არსებითად მნიშვნელოვანია რეკომენდაციებიც, IBSU-დან ეკა ბაკარაძემ შესანიშნავი რეკომენდაცია დამიწერა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ლექტორია. რეკომენდაცია გამიწია სკოლის მასწავლებელმაც. მათ შორის გადამწყვეტი იყო National Geograpic-ის მთავარი რედაქტორის ლევან ბუთხუზის რეკომენდაცია.
აღმოჩენა, მოგზაურობა და კითხვა ეს არის ყველაზე მთავრი ჩემს ცხოვრებაში. IBSU-მ მიმახვედრა ის თუ რა მინდა და რომ ჩემი არჩეული პროფესიით მომავალში ვერ ვიმუშავებდი, სხვა ინტერესები მქონდა. აქ მაღალ დონეზე ისწავლება სამართალი, მესამე კურსზევე მივხვდი რომ კაბინეტური სამსახური არ მინდა და ძიება, აღმოჩენა, დაკვირვება, წერა და მოგზაურობაა სინამდვილეში რაც მინდა. ამიტომ დრო აღარ დავკარგე და არ დაველოდე უნივერსიტეტის დამთავრებას. უნივერსიტეტს ვუმადლი, ასევე, კარგ ინგლისურს, რომელიც ჩაბარებისას გამომადგა.

რაც შეეხება მოლოდინებს – მომავალი 6 წლის მანძილზე ამერიკის გარშემო ძალიან ბევრს ვიმოგზაურებ დაწყებული გრანდ კანიონებიდან და ალიასკით, ვეცდები უამრავი რამ ვნახო. მე დაბადებული ვარ იმისთვის რომ ვიმოგზაურო, რაღაც ახალი ვისწავლო და აღმოჩენები გავაკეთო. სამყარო იმდენად უსასრულოა და ცხოვრება იმდენად ხანმოკლე ოფისში ჯდომისთვის არ მემეტება.
მინდა ვთქვა, რომ არ არის მნიშვნელოვანი სად სწავლობ, რომელ კურსზე ხარ. თუ აღმოაჩენ რომ რასაც აკეთებ შენი საქმე არ არის, სიტყვა ’’ბარემ დავამთავრებ” დაუშვებელია. თუ მიაგნებ იმას რისი კეთებაც ყველაზე მეტად გინდა ბარიერი აღარ უნდა შეიქმნა. მაგალითად, მე დარჩენილი მაქვს ერთი წელი იმისთვის რომ უნივერსიტეტი დავამთავრო და დიპლომი მქონდეს სახლში. თუმცა ხელახლა ვიწყებ ყველაფერს იმისათვის, რომ ვაკეთო ის რაც სინამდვილეში მინდა და ჩემია. IBSU-ში გატარებულმა სამმა წელმა უამრავი უნარი შემძინა, სამართლებრივი თუ სოციალური.

მე არ ვიტყოდი რომ გამორჩეულად განათლებული და ნაკითხი ადამიანი ვარ, ყველაზე მთავარი ჩემი აზრით არის ფიქრი. ჩემი პირადი დამოკიდებულებით თავისუფლება ადამიანისთვის უნდა იყოს ფუნდამენტალური ამოცანა. სწორი ჩამოყალიბებული პრინციპები, ღირებულებები და მათი დაცვა სოციუმთან დაპირისპირების პირობებშიც კი. ეს ღირებულებები სწორედ საკუთარ თავთან ფიქრის შედეგად ყალიბდება. ხშირად ხვდები რომ რაღაცები უნდა გადააფასო, ამის არ უნდა შეგეშინდეს. თემიდან გამოსვლა ადვილი არ არის, ხშირად იდეოლოგიურ თანხვედრაში ვეღარ ხარ უმრავლესობასთან. თუმცა, სწორი კითხვების დასმის შემთხვევაში საბოლოო ჯამში აუცილებლად გააკეთებ იმას რაც გინდა, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა.“- განაცხადა ტბელ აბუსერიძემ.