fbpx
საზოგადოება

SOS: ატიკის 22 პლაჟი საბანაოდ უვარგისია!

საბერძნეთის ეკოლოგიური კვლევის ცენტრმა ატიკაში საბანაოდ შესაფერისი და შეუსაბამო სანაპიროების სია გამოაქვეყნა. მათ შორისაა ხალხის საყვარელი სანაპიროები: ლუცა, ოროპოსი და სხინია(Λούτσα, Ωρωπός και Σχοινιάς).

ატიკის პლაჟებზე საბერძნეთის ეკოლოგიური კვლევის ცენტრმა  სულ 323 გაზომვითი სამუშაო ჩაატარა. მან სტერილურ ბოთლებში წყლის ნიმუშები აიღეს და სერტიფიცირებული ლაბორატორიების მაცივარში გადაიტანეს, სადაც ანალიზი ექვს საათში ჩატარდა. ცენტრმა შეისწავლა შემდეგი პარამეტრები: • Coliform • Enterococci • E-coli • ფიზიკო-ქიმიური პარამეტრები (სარეცხი, მინერალური ზეთები, ფენოლები) და არალაბორატორიული სავარაუდო ოპტიკური პარამეტრები (ფერი, მცურავი ობიექტები, სიმღვრივე).

ზედამხედველობას ექვემდებარება ძირითადად ისეთი სანაპიროები, რომლებიც ესთეტიკური, ტურისტული, გარემოსდაცვითი კუთხით იზიდავენ ხალხს.

კვლევის შედეგები: 323 პლაჟს შორის, 252 (78.2%) საბანაოდ შესაფერისია და 71 (22%) შეუფერებელი.

კერძოდ, შეუსაბამო პლაჟებია: ელევსინის სანაპირო, ნერაკის სანაპირო, ნეა პერომოსში საარტილერიო სკოლის გვერდით და ბანაკის მახლობლად ანდრეს კალინოკის სანაპირო, სალამინა, კაკია სკალა, კინეტა, აგიოს თეოდორუს, ავლაკიში, პორტო რაფტის სანაპირო, არტემიდის სანაპირო ლუცაში. სხინიას სანაპირო, აგია მარინაში, ირინის სანაპირო, ოროპუს სანაპირო, ფაროსზე და სკალა ოროპუს სანაპირო, ხალკუცის სანაპირო, დილესიში, აგიოს კოსმას პლაჟი, გლიფადის და ვულას სანაპიროების გარკვეული ნაწილები, კავურის სანაპირო, ფლისვოს მარცხენა სანაპირო, აგია მარინა, პირეასში, ალექსანდრას მოედანი, ალეპოხორი, პორტო ღგრმენო(აგიო ნიკოლაო), სალამინის ორმო, ქსენო.

onalem

ტესტ