fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

სოფლის დღესასწულზე ქურდებმა დრო იხელთეს და ოთხი სახლი გაძარცვეს

სოფელი ზეიმობდა, ხოლო ქურდები სახლებს ძარცვავდნენ.

სწორედ ასეთი მდგომარეობა იყო გუშინ ღამით კუმანში, როდესაც მთელი სოფელი პანიგირზე წავიდა.

როდესაც ხალხი ორკესტრის მოსმენით ტკბებოდა და სხვადასხვა ნივთებს ყიდულობდა, ქურდები მათ სახლებში ბედნიერად დასეირნობდნენ. ამ დროისთვის ცნობილია ოთხი სახლის ძარცვის ფაქტი. მათ ერთ-ერთი მანქანის გასაღები იპოვეს და შეუმჩნევლად გაუჩინარდნენ.

როგორც ჩანს, დამნაშავეებმა შემთხვევით ისარგებლეს, რადგან სოფლის სახლები ცარიელი იყო და ოქრო და ფული წაიღეს.

ოთხივე ქურდობა 22:00 საათიდან 01:00 საათის შუალედში მოხდა. ამიტომ გაძარცვული სახლის მფლობელები დაბრუნებისთანავე მიხვდნენ, თუ რაში იყო საქმე.

onalem

ტესტ