fbpx
საზოგადოება

სოციალური შეღავათი ელექტრო ენერგიაზე: როდემდე უნდა შევავსოთ განაცხადი?!

აპლიკანტმა განაცხადი უნდა შეავსოს აპრილის თვის ბოლომდე.

ახალი აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ აკმაყოფილებთ თუ არა იმ კრიტერიუმებს, რომლითაც ელექტრო ენერგიაზე სოციალურ შეღავათს მიიღებთ. აპლიკაცია წარმოდგენილია შემდეგ საიტზე: www.idika.gr/kot/, სადაც უნდა შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემები და წარადგინოთ განაცხადი.

განაცხადის წარდგენის საფეხურები:

1) როდესაც შეხვალთ საიტზე www.idika.gr/kot/, პროგრამა მოგთხოვთ AMKA-ს ნომერს. ასევე უნდა დაადასტუროთ გყავთ თუ არა მეუღლე, შვილები და ა.შ.

2) ამის შემდეგ, გამოჩნდება ფორმა, რომელშიც უნდა შეავსოთ თქვენი პირადი მონაცემები და აირჩიეთ, თუ რა სახის სერვისის ან ფასდაკლების (შეღავათის) მიღება გსურთ.

3) ასევე აუცილებელია მიუთითოთ ნომერი, რომელიც თქვენი ელექტრო ენერგიის ქვითარზეა აღნიშნული.

4) თუკი თქვენთან ერთად ცხოვრობს რამდენიმე ზრდასრული ადამიანი, უნდა მიუთითოთ მათი TAXISnet-ის კოდები .

5) ყველა საჭირო ინფორმაციის მითითების შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება, მიიღებთ თუ არა შეღავათს ელექტრო ენერგიაზე.

6) იმისთვის, რომ შეღავათის მიმღები გახდეთ, უნდა დააჭიროთ შესაბამის ველს (ღილაკს).

თუკი არ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც ხდება შეღავათების დაწესება, დეტალურად იქნება ახსნილი მიზეზები, თუ რატომ ვერ მოხვდით ბენეფიციართა სიაში.

onalem

ტესტ