საბერძნეთი: ვინ რამდენ თანხას აიღებს წლის ბოლოს სოციალური დანამატის სახით?!

სოციალური დანამატის დარიცხვა, რომელიც 1.5 მილიარდ ევროს შეადგენს, წელს, შობის დღესასწაულისთვის იგეგმება.

შარშანდელი 1.4 მილიარდის ოდენობის სოციალური დანამატიდან 3.4 მილიონი ბენეფიციარებმა მიიღეს, რომლიდანაც 720 მილიონი ევრო უმუშევრებზე, მცირეშემოსავლიანებსა და ფერმერებზე განაწილდა. ასევე, შემოსავლებისა და ქონების დეკლარაციაზე დაყრდნობით, დახმარება მიიღო თვითდასაქმებულების ნაწილმაც.

დარჩენილი 675 მილიონი ევროდან, 360 მილიონი ევრო 400,00 პენსიონერს დაურიგდა. ამას გარდა, მაღალი გადასახადების გადამხედელებმაც მიიღეს დახმარება, თითოეულმა 250-1,350 ევროს ოდენობით.

წელს, სოციალური დანამატი წლის ბოლოს გაიცემა და მისი რაოდენობა, დაახლოებით 1.5 მილიარდ ევროს შეადგენს.

დანამატის მიზანი სუსტი სოციალური ჯგუფების გაძლიერება იქნება, რომლებიც შარშანდელთან შედარებით გაზრდილი რაოდენობის დახმარებას მიიღებენ.

გასული წლის მსგავსად, პრიორიტეტი მიენიჭება 18-24 წლამდე ასაკის უმუშევრებს, რომელთა რაოდენობა 55,000-ს აღწევს და ასევე, სოციალური სოლიდარობის 600,000 ბენეფიციარს.

მთავრობა, ასევე, მიზნად ისახავს 600,000 პენსიონერის დახმარებას, რომლებიც ΟΓΑ-ში ცხოვრობენ და თვეში 300-600 ევრომდე ოდენობის პენსიას იღებენ. ამას გარდა, გათვალისწინებულია დამატებით 800,000 დაბალ-შემოსავლიანი პენსიონერიც, რომელმაც ΕΚΑΣ დაკარგა.

თანხა, რომელსაც ბენეფიციარები მიიღებენ, მათი ოჯახის წევრების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული და 300-დან 1,400 ევრომდე იმერყევებს. მთავრობაში ვარაუდობენ, რომ წელს, დაახლოებით 1,300,000 ოჯახი მიიღებს დახმარებას.

გასული წლის მსგავსად, წელსაც გამოქვეყნდება შემოსავლების და ქონების კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც პიროვნება სოციალური დანამატის მიღებას შეძლებს.

წარმოგიდგენთ კრიტერიუმებს, რომლებიც შარშან იყო ძალაში:

  • ოჯახი, სადაც 1 ზრდასრული წევრია: წელიწადში 9,000 ევრო
  • ოჯახი, სადაც 2 ზრდასრული წევრია: წელიწადში 13,500 ევრო
  • ოჯახი, სადაც 2 ზრდასრული და 1 არასრულწლოვანი წევრია: წელიწადში 15,750 ევრო
  • ოჯახი, სადაც 2 ზრდასრული და 2 არასრულწლოვანი წევრია: წელიწადში 18,000 ევრო
  • ოჯახი, სადაც 2 ზრდასრული და 3 არასრულწლოვანი წევრია: წელიწადში 20,250 ევრო
  • ოჯახი, სადაც 2 ზრდასრული და 4 არასრულწლოვანი წევრია: წელიწადში 22,500 ევრო
  • ოჯახი, სადაც 5 ან მეტი ზრდასრული ან 2 ზრდასრული და 6 ან მეტი არასრულწლოვანი წევრია: წელიწადში 27,000 ევრო

 

 

 

melano

ტესტ