fbpx
საბერძნეთი

სკოლიდან გამოსულ გოგონას დედის თვალწინ მანქანა დაეჯახა

ინციდენტი ლამიაში, მე-20 სკოლის მახლობლად, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. მცირეწლოვან გოგონას, რომელიც სკოლიდან გამოვიდა, მანქანა დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი მანქანის გაჩერებას ცდილობდა, თუმცა, ვერ მოასწრო და გოგონას დაეჯახა. ბავშვი მიწაზე დაეცა და თავი დაარტყა. ამ ყველაფერს დედამისიც შეესწრო, რომელიც საკუთარ შვილს გარეთ ელოდებოდა.

ადგილზე ყველა პანიკაში იყო. ისინი, ვინც სკოლის მახლობლად იყვნენ, მცირეწლოვანის დასახმარებლად სწრაფად გაემართნენ.

მალე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა და გოგონა ლამიას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

onalem

ტესტ