fbpx
კრიმინალი

სკანდალი: ლტოლვილთა სექსუალურ ექსპლუატაციაში ყოფილი პრემიერი, პაპანდრეუა გარეული

ბერძნულ საზოგადოებაში გავრცელებულმა ინფორმაციამ შოკი გამოიწვია.

როგორც ერთ-ერთი გამოცემა იტყობინება, მიგრაციის პოლიტიკის მინისტრმა მუზალასმა უზენაეს სასამართლოს საჩივრით მიმართა და პროკურორს პირადად შეხვდა. სასამართლოს აქვს საბრალდებო ოქმი ლტოლვილთა მხარდამჭერი ორგანიზაციის NGO Mercy Corps-ის თანამშრომელთა წინააღმდეგ.
მაგრამ რა როლი აქვს ამ ყველაფერში ყოფილ პრემიერ მინისტრს?

არსებობს მტკიცებულებები, რომ ორგანიზაციის წევრები ახორციელებდნენ ლტოლვილთა სექსუალურ ექსპლუატაციას და ჩართული იყვნენ ფინანსურ მაქინაციებში. აღსანიშნავია, რომ მუზალასისა და პროკურორის შეხვედრას კიდევ ორი დევნილი დაესწრო, რომლებიც მზად იყვნენ საჭირო ჩვენების მისაცემად.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ლტოლვილთა დასახმარებლად შეიქმნა, ევროკავშირთან თანამშრომლობს და სწორედ აქედან აქვს ფინანსური რესურსი. კომპანია მილიონობით ევროს ანაწილებს, რომლის უდიდესი ნაწილი წესით გათვლილია საკვებზე, რომლითაც დევნილებს ეხმარებიან სხვადასხვა კუნძულებზე.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ორგანიზაცია დაფუძნდა ამერიკაში, სადაც მიღებული აქვს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი  და ის სწორედ საბერძნეთის ყოფილ პრემიერს გიორგოს პაპანდრეუს ეკუთვნის. პაპანდრეუ დირექტორთა საბჭოს წევრია.

გამოძიება საერთაშორისო დონეზე უზენაესი სასამართლოს პროკურორის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ. თუ რა თქმა უნდა, ყოფილი პრემიერის ბრალეულობა დამტკიცდება.

onalem

ტესტ