fbpx
საზოგადოება

სკანდალი კრეტაზე: 17 წლის გოგონა რენტგენის გადასაღებად მივიდა და…

ირაკლიოს ჯანმრთელობის ცენტრში მომხდარმა ინციდენტმა საზოგადოება შეძრა. ისინი ექიმის შესაბამისად დასჯას ითხოვენ, რომლის წინააღმდეგაც 17 წლის გოგონას დედა ჩივის.

კერძოდ, 17 წლის მოზრდი ცენტრში რენტგენის გადასაღებად მივიდა, რადგან ეს პოლიციის სკოლაში, გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებოდა.

მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდა, გოგონა სახლში ტირილით მივიდა და დედას უთხრა, რომ რენტგენოლოგი მას მკერდზე ეხებოდა და უსვამდა ისეთ კითხვებს, როგორიცა: “შეყვარებული გყავს?”

გოგონას დედა დაუყოვნებლივ პოლიციაში წავიდა და მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ექიმი ოჯახის ახლო მეგობარია, სწორედ ამან გააოგნა მოზარდის დედა ყველაზე მეტად.

მამაკაცი პოლიციაში ბრალდებას უარყოფდა და ამბობს, რომ ის ოჯახთან დღემდე არაჩვეულებრივ ურთიერთობას ინარჩუნებს.

საქმეს სასამართლო ხვალ განიხილავს.

onalem

ტესტ