fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სკანდალი: ექთნებმა ჯანდაცვის სამინისტროს წინ საკუთარი დიპლომები დაწვეს

ექთნებმა 24 საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს და პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრას ითხოვენ.

მათ ჯანდაცვის სამინისტროს წინ საპრტოტესტო აქცია გამართეს და კანონპროექტის გაუქმებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ექთნების კვალიფიკაცია, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ და არიან პროფესიონალები, გაიგივებულია მეანი ქალების, ანუ ე.ჭ. ბებია ქალების უნარებთან.

პროტესტის ნიშნად მათ არისტოტელუს ქუჩაზე, შენობის შესასვლელთან საკუთარი დიპლომები დაწვეს.

ისინი ასევე ჩივიან საკუთარი წარმომადგენლის არჩევის თაობაზე. 18 სექტემბერს დაგეგმილი არჩევნების ჩაშლა რეალური მაგალითია დემოკრატიული ფუნქიის მოშლისა. ისინი აპროტესტებენ ფაქტს, რომ მათი ხელმძღვანელი შესაძლოა გახდეს ექთნის თანაშემწე ან უბალოდ მეანი ქალი (ბებია ქალი), რომელსაც არ აქვს შესაბამისი მეცნიერული ცოდნა-გამოცდილება.

მათი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას მათ უთხრეს, რომ კანონპროექტი გაუქმდებოდა, თუმცა, მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ კანონპროექტს, მასში ცვლილებების შესატანად, პარლამეტში მოგვიანებით, არჩევნების ჩატარების შემდგომ განიხილავენ.

onalem

ტესტ