Skai TV: ხნიერმა მამაკაცმა ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ფლირტი გაუბა

Sky TV-ის პირდაპირ ეთერში, მარია ვუსულას ალიმოს სანაპიროდან რეპორტაჟი მიჰყავდა, მის გვერდით ბატონი დიმიტრი იდგა, რომელსაც ქვეყანაში მომხდარ ეკოლოგიურ კატასტროფაზე უნდა ესაუბრა.

მოხუცი თავიდან თავის დამოკიდებულებაზე საუბრობდა და შემდეგ თქვა, რომ მათი პრობლემა ის იყო, რომ ახაგაზრდა გოგონებმა პლაჟები დატოვეს. ჟურნალისტს გაუკვირდა, თუმცა, მიკროფონი მოიმარჯვა და კვლავ ეკოლოგიურ კატასტროფაზე განაგრძო საუბარი.

მიუხედავად ამისა რესპოდენტი პოზიციას არ ცვლიდა და მარიას ასე მიმართა: ‘Έτσι μωράκι μου…”. ჟურნალისტი დაიბნა და უთხრა: ”ბატონო დიმიტრი, ძალიან ცხელა, იქნებ მარტო დავდგე, უკეთესი იქნება.”