fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

სიყვარულით საბერძნეთიდან

”ეს არის სიყვარული” – ”This is Love” – ამ სიმღერით წარადგენს დემი საბერძნეთს ევროვიზია 2017-ზე. სიმღერას არ აქვს არანაირი სემანტიკური ქვეტექსტი, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული.

– დემი, რამდენად მზად ხართ, დაიპყროთ აუდიტორია?

– რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავ და ამავდროულად დიდი ენთუზიაზმით ვარ განწყობილი. მემგონი ეს ლოგიკურია, არა? მე უნდა გამოვცადო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, კონცერტი კიევში, რომელზეც ყველა ამბობს, თუ როგორი ფანტასტიურია . მე კი ამას ჩემი თვალით ვნახავ და მთელ მის ატმოსფეროს შევიგრძნობ.

– აღიარეთ, მხოლოდ გამარჯვებისთვის ხართ განწყობილი?

– რა თქმა უნდა, სხვანაირად როგორ შეიძლება წარადგინო შენი ქვეყანა. მე მხოლოდ გამარჯვება მინდა.

– დემი, გარდა განწყობისა, რა არის საჭირო გამარჯვებისთვის? ხასიათის რა თვისებები უნდა ჰქონდეს მომღერალს, რომელიც ევროვიზიის კონკურსში იღებს მონაწილეობას?

– ყველანაირ კონკურსში მონაწილეობა შენგან მოითხოვს დისციპლინას, შრომისმოყვარეობას და რაც მთავარია, იმის სიყვარულს, რასაც აკეთებ. ამის შემდეგ კი, ყველა სირთულის დაძლევა შეიძლება. რა თქმა უნდა, ევროვიზია განსაკუთრებული კონკურსია და დიდი პასუხისმგებლობაა მის მოთხოვნებზე საუბარი. თუმცა, ისევ ვიტყვი, რომ საქმის სიყვარულით ყველა სირთულე გართობად იქცევა. ასევე დავამატებდი კიდევ ერთ თვისებას – გამბედაობას. გამბედაობას იმისთვის, რომ წარსდგეთ სცენაზე და გაუმკლავდეთ შფოთვას.

– ჩვენ ვიცით, რომ დიდი გუნდი გაქვთ. გვიამბეთ მის შესახებ…

– დიახ, მე მსოფლიოში საუკეთესო გუნდი მყავს. ზოგადად, ყოველი წარმატება თუ კრახი ჩვენი ერთობლივი ნამუშევარია. კომპზოტორი დიმიტრის კონდოპულოსი, სიმღერის ტექსტის ავტორი რამა პაპადეა და გენიალური ევანგელინოს ფოკასი. მოკლედ, ყველა ეს ადამიანი ჩემს გუნდშია და არსად მოიძებნება ამ გუნდზე უკეთესი.

– სიმღერის კლიპი ოდესაში გადაიღეთ. ეს თქვენი პირველი ვიტიზი იყო უკრაინაში?

– დიახ, და მე აღფრთოვანებული დავრჩი. ოდესა არაჩვეულებრივი, ლამაზი ქალაქია და ყველა ბერძენისთვის ძალიან სიმბოლური. ეს არის ქალაქი, სადაც ბერძნული რევოლუცია დაიბადა. კლიპის ოდესაში გადაღების იდეა ბრწყინვალე იყო.

– იცით, რომ უკრაინაში დაძაბული სიტუაციაა. ამის გამო შიშს არ განიცდით?

– დიახ, მე ჯერ კიდევ შეშინებული ვარ, თუმცა ცუდზე არ ვფიქრობ. ჩვენ უკრაინაში სიმღერის კონკურსისთვის მივდივართ და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

– ჩვენ მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს. რას ეტყოდით ბერძნებს რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, ბერძნულ დიასპორას, რომლებიც ტრადიციისამებრ მხარს დაგიჭერენ კონკურსზე?

– ბერძნულ დიასპორას მინდა ვუთხრა,  მიყვარხართ! მინდა მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის. ეს სიმღერა სწორედ ამ კონკურსისთვის შეირჩა, იმიტომ, რომ მათ სიყვარული გავუგზავნოთ, რადგან მე ვიცი, რა მნიშვნელოვანია მათთვის ყველაფერი, რაც საბერძნეთს უკავშირდება. მე მათ ვპირდები, რომ  ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ.

 

onalem

ტესტ