fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

სიტუაცია კუნძულ კოსზე: მიწისძვრამ ნავსადგომი ორად გაყო

საბერძნეთის გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, 21 ივლისს, ღამის 01:31 საათზე კუნძულ კოსზე 6,4 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. შედეგად ორი ადამიანი, შვედეთისა და თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა.

კუნძულის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. კერძოდ, ეს ეხება კუნძულის პორტს, რომელიც დროებით დახურულია. პორტის ტერიტორია ორად არის გაყოფილი.

ბიძგების შედეგად ასევე წარმოიქმნა მცირე ცუნამი (70 სმ). ზოგიერთი გემი პორტის ბარიერებს დაეჯახა, ხოლო ნავები ნაპირზე გამოირიყა. ორმა სამგზავრო ბორანმა «Blue Star 2″ და “Blue Star Paros» პორტში ვერ მიაღწია.

21 ივლისის ღამის შემდეგ, კუნძულზე ზარალის შეფასება დაიწყო. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ხრისტოს სპირიტისის ინფორმაციით, კუნძულზე ექსპერტთა ჯგუფი ჩავა, რათა დადგინდეს ძირითად პრობლემები და მიიღონ შესაბამისი ზომები, მოსახლეობის დასახმარებლად. ისინი ეცდებიან კუნძულის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება ჩვეულ რიტმს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნონ.

ოფიციალური პირების განცხადებით, კუნძულის ინფრასტრუქტურა არ არის იმდენად განადგურებული, რომ მისი აღდგენა მოკლე დროში ვერ მოხერხდეს. რაც შეეხება დაშავებულებს, არის ორი ადამიანი, რომელთაც სერიოზული დაზიანებები მიიღეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კრეტაზე, ირაკლიონის საავადმყოფოში.

სპეციალური კომისიის მსჯელობის შედეგად დადგინდება, თუ რა კომპენსაციას მიიღებს მოსახლეობა. ამ დრომდე კი ცნობილია, რომ კერძო სექტორში სერიოზული ზარალი არ აღინიშნება, კაფე-ბარის გამოკლებით, რომელიც სრულიად დაინგრა.

მიწისძვრის შედეგად არ დაკარგულა არცერთი ადამიანი.

ამჟამად ტუროპერატორები დილემის წინაშე დგანან, გააუქმონ თუ არა კუნძულ კოსზე მოგზაურობის პაკეტები.

onalem

ტესტ