fbpx
კრიმინალი

სისხლიანი გარჩევა ასპროპირგოში: გარდაცვლილია უცხოელი ახალგაზრდა მამაკაცი

პოლიციის ინფორმაციით, შელაპარაკება, რომელიც ფატალურად დასრულდა, ფინანსური პრობლემების გამო მოხდა. გარდაცვლილია 33 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე.

კერძოდ, 33 წლის პაკისტანელს თავის თანამემამულეებთან პირადი უთანხმოება ჰქონდა, რომელიც ფინანსებს უკავშირდებოდა. კამათის ფონზე, 33 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს.

დამნაშავეები სწრაფად გაუჩინარდნენ. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. მისი ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

პოლიცია, დამნაშავეთა ადგილსამყოფელის დასადგენად, გამოძიებას აწარმოებს.

onalem

ტესტ