fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“სირტაკი” ბერძნული ცეკვა, რომელიც სინამდვილეში ტრადიციული ცეკვა არ არის

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ “სირტაკი” (συρτάκι) ტრადიციული ბერძნული ცეკვაა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში გვაბრუნებს. მილიონობით ტურისტი სტუმრობს საბერძნეთს და ყოველ წელს ისინი ცეკვავენ “სირტაკს” ან მინიმუმ უყურებენ, როგორ ასრულებენ მას ტავერნებში.

დიახ, “სირტაკი” არ არის ცეკვა, რომელიც ბერძნულ ტრადიციებს უკავშირდება. ის შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო იყო ბერძნული ფილმისთვის. კომპოზიტორი კი არც მეტი არც ნაკლები მიკის თეოდორაკისია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბერძენი მუსიკოსი. მან შექმნა “სირტაკის” მუსიკა, რომელიც ნელი და სწრაფი რითმებისგან შედგება.

“სირტაკის” განსაკუთრებული ხიბლი სწორედ რითმის აჩქარება. სახელი კი მოდის სიტყვა სირტოსიდან, რაც ტრადიციული ბერძნული ცეკვების ჯგუფებში გავრცელებული სახელია.

მოცეკვავეები ცეკვავენ წრეზე ან ხაზში, უჭირავთ ერთმანეთის მხრები და ნელი მოძრაობიდან გადადიან სწრაფ ნაბიჯებზე.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ