fbpx
ემიგრაციაპოზიტივი

სირიიდან საბერძნეთამდე: ლტოლვილთა ბანაკიდან მაშველობამდე

ერთ წელზე მეტია, რაც ობადა, “იბო” ალ-ნასარმა ეგეოსის ზღვის გავლით კუნძულ ლესვოსს მიაღწია. მისი სირიელი ამხანაგების მეგობრობამ ბანაკის გარეთ მყოფ უცხოელ მაშველებთან, იბოს ცხოვრება მკვეთრად შეცვალა.

შთაგონებული იმით, რაც მაშველებისა და მათი საქმიანობის შესახებ ისწავლა, იბო მაშველთა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სპიროს მითრიცაკის შეხვდა.

იბომ გამოხატა ინტერესი, რომ ჩართულიყო მაშველთა ჯგუფის საქმიანობაში და დაიწყო კიდეც სწავლება Lifeguard Hellas ათენის სკოლაში.

სკოლაში სწავლების დროს, იგი ყველაფერში დიდ ჩართულობას ამჟღავნებდა. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მონაწილეობა მიიღო მატის ცნობილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში.

“იბო ჩართული იყო მატის ოპერაციაში. იგი ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. იბო განსაკუთრებული მაშველია,” – განაცხადა მითრიცაკიმ.

იბოს თქმით, იგი ბედნიერია, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს, თანაც იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მისთვის ოჯახის ტოლფასი გახდა.

მან გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს განუცხადა, რომ კვლავ ფიქრობს საკუთარ სამშობლოზე. “იარმუკი- ადგილი, სადაც მე დავიბადე, ახლა მთლიანად განადგურებულია.”

მართალია იბოს მშობლიური სახლი აღარ აქვს, თუმცა, იგი მაინც ოპტიმისტურად უყურებს მომავალს. იგი ამბობს, რომ მადლიერია საბერძნეთის, რომელმაც მისცა შესაძლებლობა, ამ ქეყნისთვის და მისი ხალხისთვის რაიმე სასიკეთო გაეკეთებინა.

onalem

ტესტ