fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთი შოკშია: “სინდაგმაზე ხალხის წინაშე ჩამოახრჩეთ!”

საბერძნეთი შოკშია მას შემდეგ, რაც აგია ვარვარაში 6 წლის სტელა საკუთარმა მამამ მოკლა. მისი გაუჩინარების შესახებ მთელი ბერძნული მედია ხუთშაბათიდან (გუშინ) იტყობინებოდა და გამოცხადებული იყო ბავშვის ძებნა.

თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ, ოჯახის სახლიდან 150 მეტრში, მისი სხეული ნაგვის ყუთში იპოვეს.

გოგონას მამამ აღიარა, რომ საკუთარი შვილი მოკლა, იმიტომ, რომ ტიროდა. თუმცა, მისი პოლიციისთვის ნათქვამი სიტყვების ზუსტი ვერსია ასეთია: “ჩემი გოგონა ტიროდა, მე ის ჩავიხუტე, რომ დამეწყნარებინა, მაგრამ ხელებს ძალა ზედმეტად დავატანე  და ის გარდაიცვალა.”

61 წლის მამაკაცმა აღიარა, რომ მან თავისი შვილი (ტყუპის ცალი) დაახრჩო, შემდეგ სხეული ნაგვის პარკში ჩადო და სახლიდან 150 მეტრში, ნაგვის ყუთში ჩააგდო. იგივე პირმა მიიყვანა საბერძნეთის პოლიცია საკუთარი გარდაცვლილი შვილის სხეულამდე.

რას ამბობს 6 წლის ბავშვის დედა:

6 წლის სტელას დედა ამბობს, რომ ის სახლში არ იმყოფებოდა, რადგან საავადმყოფოში იყო და მას რამოდენიმე საათში ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ეს ყველაფერი მან მედია საშუალებებით გაიგო.