fbpx
საზოგადოება

სინდაღმის ცენტრი: მძღოლების კამათი საშინელი ჩხუბით დამთავრდა

ათენის ცენტრში, სინდაღმის მოედანზე, მოპედისა და ტაქსის მძღოლებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა, გამვლელები გაცეცხლებული მძღოლების შეჩერებას ცდილობდნენ, თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიციამ  მოახერხა.

როგორც ცნობილი გახდა, ტაქსის მძღოლმა მოპედს გზა გადაუკეტა და ავარიული სიტუაცია შექმნა, მათი კამათი ჩხუბში გადაიზარდა და ერთმანეთის ცემა დაიწყეს. ტაქსის მძღოლი ტანით ბევრად დიდი და ძლიერი იყო, ამიტომ მოპედის მძღოლი მას ვერ გაუმკლავდა და ასფალტზე აღმოჩნდა.

მოჩხუბრების გაშველებას პოლიციის მოსვლამდე გამვლელები უშედეგოდ ცდილობდნენ, ბოლოს კი სიტუაცია სამართალდამცავებმა განმუხტეს.

onalem

ტესტ