fbpx
საზოგადოება

სინდაღმა: ასობით ადამიანმა ხანძარში გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგო

გუშინ საღამოს, სინდაღმის მოედანზე, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ახლოს, ასობით ადამიანი ატიკის ხანძრის დროს დაღუპულთა სულებისთვის პატივის მისაგებად შეიკრიბა. მოსახლეობა მივიდა სანთლებით და სიმბოლურად გამოსახეს ტრაგედიის თარიღი, 23-07. ეს იყო მდუმარე აქცია.

აქცია ბერძენმა კალათბურთელმა, იანის გაგალუდისმა, ფეისბუქის საშუალებით დააანონსა და ყველას სთხოვა მოწონების ნაცვლად, უბრალოდ დაეწერათ, “კი”, თუ იქ მივიდოდნენ:

“მე როგორც ადამიანს, რომელიც ბოლო 25 წელია სპორტშია და ასევე იმიტომ, რომ ეს სხვას არ შეუძლია, მინდა ორგანიზება გავუკეთო აქციას. სანთლებით მივაგოთ პატივი ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ. ვინც ეთანხმება, გთხოვთ, მოწონების ნაცვლად, დაწეროთ “კი”. გთხოვთ, ყველას, ჩემს ფეისბუქ მეგობრებს, ჟურნალისტებს, შოუბიზნესის საზოგადოებას…. მადლობა.”

და აქცია შედგა…

onalem

ტესტ