fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სიგარეტის ნამწვი, რომელმაც ბერძენი ჟურნალისტის სიცოცხლე იმსხვერპლა

გუშინ ბერძენი ჟურნალისტი, კაროლინა კალფა, 50 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. მის სახლში ხანძარი გაჩნდა, რამაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Έθνος-ის ინფორმაციით, სახანძრო ბრიგადისა და პოლიციის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ხანძარი სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.

როგორც ჩანს, ქალს სიგარეტი ანთებული ჰქონდა, რა დროსაც ჩაეძინა. ცეცხლი პირველად საწოლს და ლეიბებს წაეკიდა, შემდეგ კი ავეჯზე გავრცელდა. შედეგად, ჟურნალისტი მომწამვლელი აირისგან გაიგუდა.

ამავე სახლში, თუმცა, სხვა ოთახში იმყოფებოდა მისი 76 წლის დედა, თუმცა, მას შედარებით მცირე რაოდენობის კვამლი ჰქონდა შესუნთქული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბერძენ ჟურნალისტს ხვალ ხალკიდაში დაკრძალავენ.

onalem

ტესტ