სინდაღმის ეშმაკის ბორბალს გაუმართავობის გამო იღებენ

ოფიციალური  ათენის მერიის  განცხადებით, რომელიც ოთხშაბათის პრესის გამოცემაშია აღნიშნული, ეშმაკის ბორბალი, რომელიც ქვეყნის დედაქალაქში,  სინდაღმის სკვერში დადგეს,  რაც შეიძლება სწრაფად უნდა  აიღონ.

ამის მიზეზია ის, რომ ატიკის რეგიონის მთავრობამ მისი უსაფრთხოება და გამართულობა  არ დაადასტურა.

ათენის მერიამ განაცხადა, რომ ისინი მეტ დროს აღარ მისცემენ კერძო კომპანიას, რომელმაც ეშმაკის ბორბალი დადგა , იმისთვის, რომ უსაფრთხოების დამადასტურებელი კოდუმენტები და სერთიფიკატები წარადგინონ. ბორბალი არ ექვემდებარება უსაფრთხოების სტანდარდებს.

ეშმაკის ბორბალი სინდაღმის სკვერში 21 დეკემბრიდან დგას, თუმცა  არცერთხელ არ ამუშავებულა.