fbpx
ემიგრაციული სიახლეები

სიახლე თესალონიკში მომხდარი მკვლელობის შესახებ

3 შვილის დედის, 36 წლის ქართველი ქალბატონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 38 წლის ანგიოქირურგი მამაკაცი, რომელმაც პარასკევს ბრალის აღიარების პროცედურის გადავადება ითხოვა, დღის 12 საათზე პროკურორთან შეიყვანეს დაკითხვაზე, რომელიც, ჯერჯერობით არ დასრულებულა.

მისი ადვოკატის, ელსა ვლახუს თქმით, ბრალდებული უდანაშაულობის ვერსიის დაცვას შეეცდება. მეტიც, ადვოკატის განცხადებით, ანგიოქირურგმა სამართლდამცავებისგან შეიტყო ქართველი ქალბატონის გარდაცვალების შესახებ და ის და მისი ოჯახი ღრმა თანაგრძნობას უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს.

ასევე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ პროკურატურაში გადაცემული მასალა, ამოღებული ანგიოქირურგის საოპერაციოდან და ავტომანქანიდან, არავითარ სამხილს არ შეიცავს, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ (იხ. თანდართული ვიდეო).

საბოლოოდ, ეჭვმიტანილმა და ადვოკატმა ბრალდებაზე პასუხისგების ახალი გადავადება მოითხოვა და ამას მიაღწიეს კიდეც. პროცესმა ოთხშაბათამდე (მაქსიმალური ვადა, დამატებით აღარ გადავადდება) გადაიწია. ადვოკატმა, ჟურნალისტების კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ანგიოქირურგი უდანაშაულო იყო, რატომ დატოვა საკუთარი მორიგეობა საავადმყოფოში და ავტომანქანით გაემგზავრა ხალკიდიკიში, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

 

onalem

ტესტ